მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის 3,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
loader

Breaking news

მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის 3,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

  • მოსკოვის სასამართლომ ალექსეი ნავალნის 35-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

მოსკოვი: მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ალექსეი ნავალნის პირობითი სასჯელი პატიმრობით შეუცვალა და თავისუფლების 3.5 წლით აღკვეთა მიუსაჯა.

"პირობითი სასჯელის სისტემატიური დარღვევის გამო, ვთხოვ სასამართლოს, გააუქმოს პირობითი სასჯელი და რეალური სასჯელი აღასრულოს თავისუფლების 3.5 წლით აღკვეთის სახით“, - განაცხადა სასამართლოში რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახურის წარმომადგენელმა.

"ივ როშეს“ საქმეზე წინასწარი გამოძიების დროს ერთწლიანი შინაპატირმობის გათვალისწინებით, ალექსეი ნავალნის კოლონიაში სავარაუდოდ 2,5 წლის გატარება მოუწევს.

ალექსეი ნავალნის დაცვის მხარეს განაჩენის გასაჩივრებისთვის ათდღიანი ვადა აქვს.

2014 წლის ბოლოს რუსეთის სასამართლომ ძმები ალექსეი და ოლეგ ნავალნები „ივ როშეს საქმეზე“ თაღლითობაში დამნაშავედ ცნო. ოლეგ ნავალნის 3,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, ალექსეი ნავალნის კი პირობითი სასჯელი დაუწესეს.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ძმები ნავალნებისთვის განაჩენი უსაფუძვლოდ ცნო და რუსეთის ხელისუფლებას ფინანსური კომპენსაციის გადახდა დააკისრა.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე