კიევი: უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 177 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ინფიცირებულთა შორის 146 ბავშვი და 86 მედიკოსია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ 19-ით 79 ადამიანი გარდაიცვალა, 4 126 გამოჯანმრთელდა, თითქმის 2 ათასი კლინიკებში გადაიყვანეს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე უკრაინაში კორონავირუსის 1 219 455 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 1 018 784 ადამიანი, 22 707 - გარდაიცვალა