კიევი: უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 3 776 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ინფიცირებულთა შორის 115 ბავშვი და 172 მედიკოსია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კოვიდ-19-ით 145 ადამიანი გარდაიცვალა, 14 250 გამოჯანმრთელდა, 2 430 კლინკებში გადაიყვანეს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში კორონავირუსის 1 200 883 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელდა 980 085 ადამიანი, გარდაიცვალა - 22 302, ამ დრომდე აქტიური რჩება 220 798 შემთხვევა.