ერევანი: სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ტიგრან ხაჩატრიანმა თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა.
ამის შესახებ უწყების პრესმდივანმა ანა ოჰანიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
”მინისტრმა ხაჩატრიანმა გადადგომის შესახებ განცხადება დაწერა", - აღნიშნა მან.
თავდაცვის მინისტრი დავით ტონოიანი, საგარეო საქმეთა მინისტრი ზორაბ მნაცაკანიანი, საგანგებო სიტუაციების მინისტრი ფელიქს წოლაკიანი, შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზარუჰი ბატოიანი და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი არაიკ ჰარუთიანიანი ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ თანამდებობებიდან გადადგნენ.