"ჩვენ უნდა გავუგზავნოთ საქართველოს მოწვევა, რომ დაუყოვნებლივ გახდეს ნატო-ს წევრი"
loader

Breaking news

"ჩვენ უნდა გავუგზავნოთ საქართველოს მოწვევა, რომ დაუყოვნებლივ გახდეს ნატო-ს წევრი"

  • ჩვენ უნდა გავუგზავნოთ საქართველოს მოწვევა რომ დაუყოვნებლივ გახდეს ნატო-ს წევრი

კიევი: ევროპაში ამერიკის შეერთებული შტატების სახმელეთო ჯარების ყოფილი მთავარსარდალი, გენერალი ბენ ჰოჯესი აცხადებს, რომ საქართველო დაუყონებლივ უნდა გახდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. ამის შესახებ გენერალი EUObserver-ში გამოქვეყნებულ წერილში საუბრობს.

"მოდით, ჩამოვაყალიბოთ ახალი, ძლიერი ურთიერთობა სომხეთთან და აზერბაიჯანთან, გავაძლიეროთ ჩვენი დიდი ხნის ალიანსი თურქეთთან და გავაძლიეროთ ჩვენი ყოფნა საქართველოში, ამერიკის საჰაერო და საზღვაო ძალების ინფრასტრუქტურის ჩათვლით. ჩვენ ასევე უნდა გავუგზავნოთ საქართველოს მოწვევა, რომ დაუყოვნებლივ გახდეს ნატო-ს წევრი", -  აცხადებს ჰოჯესი.

მისივე თქმით, ეს გზავნილები კრემლისთვის იმის ნიშანი იქნება, რომ ეს რეგიონი დასავლეთისთვის სტრატეგიული ინტერესია.

"დასავლეთმა უნდა გააძლიეროს პოზიციები სამხრეთ კავკასიაში, თუ გვსურს თავიდან ავიცილოთ კონფლიქტი დიდ სახელმწიფოებს შორის", - აღნიშნავს გენერალი.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე