ერევანში აცხადებენ, რომ მთიან ყაბარაღში 121 დასახელებული პუნქტი ბაქოს კონტროლს ექვემდებარება
loader

Breaking news

ერევანში აცხადებენ, რომ მთიან ყაბარაღში 121 დასახელებული პუნქტი ბაქოს კონტროლს ექვემდებარება

  • ერევანში აცხადებენ რომ მთიან ყაბარაღში 121 დასახელებული პუნქტი ბაქოს კონტროლს ექვემდებარება

ერევანი: მთიანი ყარაბაღის 121 დასახლება ბაქოს კონტროლს დაექვემდებარა მას შემდეგ, რაც რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებმა საომარი მოქმედებების შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი.

შესაბამისი დოკუმენტი სომხეთის მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

სიის მიხედვით, აზერბაიჯანს გადაეცა 52 დასახლება ქაშათაგში (ლაჩინი), 8 - მარტაკერტში, 16 - შაუმიანში (ქელბაჯარი), 29 - ჰადრუტში, 2 - შუშში (ქალაქი შუში და სოფელი კარინტაკი), 8 ასკერანში და 6 მარტუნის რაიონები.

გარდა ამისა, აღნიშნულია, რომ ერთჯერადი დახმარება 300 ათასი დრამი (600 დოლარი) გადაეცემა აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ მყოფ ქალაქებსა და სოფლებში რეგისტრირებულ ყარაბაღის მცხოვრებლებს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა და რუსეთის პრეზიდენტმა 9 ნოემბერს ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლითაც მთიანი ყარაბაღისა და ახლო მდებარე რაიონების ნაწილი ბაქოს გადაეცემა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე