კიევი: უკრაინაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 13 357 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.
გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა 257 ადამიანი, 7400 გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის უკრაინაში კორონავირუსის 585 510 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის 10 369 გარდაიცვალა, გამოჯანმრთელდა - 266 479.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დროისთვის მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 56 მილიონს გადააჭარბა.