ერევანში საპროტესტო აქციაზე ოპოზიციონერი გაგიკ წარუკიანი დააკავეს
loader

Breaking news

ერევანში საპროტესტო აქციაზე ოპოზიციონერი გაგიკ წარუკიანი დააკავეს

  • ერევანში საპროტესტო აქციაზე ოპოზიციონერი გაგიკ წარუკიანი დააკავეს

ერევანი: ერევანის ცენტრში მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოპოზიციონერი გაგიკ წარუკიანი დააკავეს. 

ფრაქცია "აყვავებული სომხეთის“ დეპუტატის ივეტა ტონოიანის თქმით, ამ დროისთვის წარუკიანი სომხეთის უშიშროების სამსახურში იმყოფება.

დღესვე საპროტესტო აქციაზე პოლიციამ რამდენიმე ათეული ოპოზიციონერი პოლიტიკოსი დააკავა, რომლებიც ერევნის ცენტრში აქციაში მონაწილეობას გეგმავდნენ.

დღევანდელი აქციის მონაწილეები სომხეთი პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშინიანს რუსეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ომის დასრულების შესახებ შეთანხმების ხელმოწერას აპროტესტებენ.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე