უკრაინის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა
loader

Breaking news

უკრაინის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

  • უკრაინის პრეზიდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა

კიევი: უკრაინის პრეზიდენტს ვლადიმერ ზელენსკის კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ზელენსკი სოციალურ ქსელში წერს.

"მსოფლიოში არ არსებობს იღბლიანი ადამიანი, ვისთვისაც COVID-19 საფრთხეს არ წარმოადგენს. საკარანტინო ზომების მიუხედავად, დადებითი შედეგიც მივიღე. სიცხე მაქვს 37.5 და ყველას ვუსურვებ 36.6-ს! თავს კარგად ვგრძნობ. პირობას ვდებ, რომ თვითიზოლაციაში გადავალ და გავაგრძელებ მუშაობას. უმეტესობა გადალახავს COVID-19-ს. მეც ასევე. ყველაფერი კარგად იქნება!“ - წერს უკრაინის პრეზიდენტი.

უკრაინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში ამ დროისთვის კორონავირუსის 469 018 დადასტურებული შემთხვევაა, გარდაიცვალა 8 565 ადამიანი. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე