"აზერბაიჯანის არმიამ ჯებრაილის რაიონში კიდევ რამდენიმე სოფელი გაათავისუფლა"
loader

Breaking news

"აზერბაიჯანის არმიამ ჯებრაილის რაიონში კიდევ რამდენიმე სოფელი გაათავისუფლა"

  • აზერბაიჯანის არმიამ ჯებრაილის რაიონში კიდევ რამდენიმე სოფელი გაათავისუფლა

ბაქო: აზერბაიჯანის არმიამ ჯებრაილის რაიონში რამდენიმე დასახლებულ პუნქტზე კონტროლი დაამყარა,- ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

”აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ოკუპაციისგან გაათავისუფლეს სოფლები სოლთანლი, ამირვანლი, მაშანლი, ასანლი, ალიკეიხანლი, გუმლაგი, ჰაჯილი, გოიერჩინვეისალი, ნიაზგულარი, კეჩალ მამედლი, შაჰველი, ჰაჯი ისმაილი, ისაკლი!" - წერს ალიევი "ტვიტერში".

სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში ახალ ჰუმანიტარულ ზავზე შეთანხმდნენ. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 18 ოქტომბრის, 00:00 საათიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა მხარეები ერთმანეთს კვალვ შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ პირველ შეთანხმებას 10 ოქტომბერს ხელი სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოსკოვში მოაწერეს. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე