კიევი: სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.
აზერბაიჯანული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ სომხურმა მხარემ აღდამის და ტერტერის რაიონები დაბომბა.
თავის მხრივ, სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მას შემდეგ, რაც ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ძალაში შევიდა, აზერბაიჯანის ძალებმა ყარახანბეილის მიმართულებით განახორციელეს თავდასხმა.
9 ოქტომბერს მოსკოვში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების მიხედვით, კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლი უნდა შეწყდეს, რათა მოხდეს სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულების ცხედრების გაცვლა.
შეთანხმება ძალაში დღეს 12:00 საათიდან შევიდა.