თბილისი: საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, – ამის შესახებ განცახდებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
საგარეო უწყება იმედს გამოთქვამს, რომ კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში პროგრესის მიღწევა მოხერხდება.
"საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და იმედს გამოთქვამს, რომ შემდგომი მოლაპარაკებების გზით მოხერხდება პროგრესის მიღწევა კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში და მყარი მშვიდობის დამყარება, რაც ხელს შეუწყობს მთელი რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებასა და კეთილდღეობას“, – ნათქვამია განცხადებაში.
მოსკოვში სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების თანახმად, დღეს 12:00 საათიდან კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლი უნდა შეწყდეს, რათა მოხდეს სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულების ცხედრების გაცვლა.