კიევი: აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდნენ.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოსკოვში გამართული შეხვედრის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა კონსულტაციებთან დაკავშირებული ერთობლივი დოკუმენტი მიიღეს.
შეთანხმების თანახმად:
1. ცეცხლი კონფლიქტის ზონაში 2020 წლის 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან უნდა შეწყდეს ჰუმანიტარული მიზნით, რათა მოხდეს სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულების ცხედრების გაცვლა.
2. ცეცხლის შეწყვეტის კონკრეტული პარამეტრები დამატებით შეთანხმდება.
3. აზერბაიჯანი და სომხეთი, ეუთო-ს მინსკის ჯგუფის შუამავლობით, დარეგულირების საბაზო პრინციპებზე დაყრდნობით შეუდგებიან მოლაპარაკებებს, მშვიდობიანი დარეგულირების რაც შეიძლება სწრაფად მისაღწევად.
4. მხარეები ადასტურებენ მოლაპარაკებების პროცესის ფორმატის უცვლელობას.
სერგეი ლავროვან ერთად, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ჯეიჰუნ ბაირამოვისა და სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ზოჰრაბ მნაცაკიანის შეხვედრა მოსკოვში ათ საათზე მეტხანს გაგრძელდა.