მოსკოვი: მოსკოვში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვერდა გაიმართა.
ჯეიხუნ ბაირამოვმა და ზოჰრაბ მნაცაკიანმა სერგეი ლავროვის შუამავლობით მოლაპარაკებები რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართეს.
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ინიციატივით შედგა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, კონსულტაციები ტყვეებისა და ცხედრების გაცვლის საკითხს შეეხება.