მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ
loader

Breaking news

მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

  • მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებენ

თბილისი: მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებენ, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი. 

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ამერიკის შეერთებული შტატების, რუსეთისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები მკაცრად გმობენ ძალადობის უპრეცედენტო და საშიშ ესკალაციას.

მინისტრები აღნიშნავენ, რომ სამოქალაქო ობიექტებსა და დასახლებულ პუნქტებზე თავდასხმა როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის ტერიტორიაზე მიუღებელ საფრთხეს უქმნის რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებას და კიდევ ერთხელ მოუწოდებენ კონფლიქტის მხარეებს, დაუყოვნებლივ და უპირობოდ შეწყვიტონ ცეცხლი.

თანათავმჯდომარეები ასევე მოუწოდებენ მხარეებს, დაუყოვნებლივ აიღონ ვალდებულება განაახლონ მოლაპარაკების პროცესი არსებული ძირითადი პრინციპებისა და შესაბამისი საერთაშორისო დოკუმენტების საფუძველზე, რომლებიც ორივე მხარისთვის კარგად არის ცნობილი.



იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე