ბაქო: აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა შაბათს შვიდი სოფელი გაათავისუფლა, რომლებიც მთიანი ყარაბაღის ტერიტორიაზე მდებარეობს.
ამის შესახებ მან "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე დაწერა.
კერძოდ, ალიევის განცხადებით, შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს სოფელი ტალიში ტერტერის რაიონში, მეჰდილი, ჩახირლი, აშაგი მარალიანი, ჯეუბრაილის რაიონში შეიბეი და გაიჯაკი და ფიზულის რაიონში აშაგი აბდურაჰამანლი.
27 სექტემბერს სომხეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ყარაბაღში სამხედრო ნაწილების პოზიციებზე საარტილერიო დარტყმები დაიწყეს.
მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ე.წ. ხელისუფლების განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების დანაკარგებმა რეგიონში კონფლიქტის გამწვავების შემდეგ უკვე გადააჭარბა 3000 ადამიანს. სომხეთის მხრიდან მსხვერპლთა რაოდენობა, ყარაბაღის თავდაცვის არმიის მონაცემებით, 157 ადამიანამდე გაიზარდა.