მოსკოვი: აშშ, საფრანგეთი და რუსეთი დაპირისპირებულ მხარეებს მთიან ყარაბაღში ცეცხლის დაუყონებლივ შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით დონალდ ტრამპი, ემანუელ მაკრონი და ვლადიმერ პუტინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
"დაპირისპირებულ მხარეებს მოვუწოდებთ საომარი მოქმედებების დაუყონებლივ შეწყვეტისკენ. ასევე, სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებს მოვუწოდებთ, დაუყონებლივ გაანაახლონ არსებითი მოლაპარაკებები, კეთილსინდისიერად და წინაპირობის გარეშე ეუთო-ს მინსკის ჯგუფის ეგიდით”, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.
ამასთან, სამი ქვეყნის ლიდერები დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ.