ერევანი: აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ყველა ჯარისკაცი და ოფიცერი, რომელიც შეწყვეტს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ბრძანებების შესრულებას და სომხეთის მხარეს გადამოვა, უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო მომსახურებით, საკვებით და ყველა სოციალურ გარანტიით.
ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის დეპუტატმა, ფრაქცია "აყვავებული სომხეთის" მდივანმა არმან აბოვიანმა Live.news.am-ის ეთერში განაცხადა.
”თუ არის შესაძლებლობა, მოდით, იპოვეთ საშუალება, რომ სომხეთის მხარეს გადმოხვიდეთ, დანებდეთ. აქ არაფერია სამარცხვინო, გარწმუნებთ, აბსოლუტურად არაფერი. ეს არის ადამიანის ღირსეული ნაბიჯი, რომელიც მზადაა ყველაფრისთვის საკუთარი მიწის გულისთვის, სამშობლოს გულისთვის, თავისი ერის გულისთვის, რადგან სომხეთის მხარეს გადასვლით თქვენ შანსს მაინც მისცემთ საკუთარ თავს, თქვენს ოჯახებს, თქვენს ერებს, თქვენს ხალხებს. შექმენით საკუთარი კერები, რატომ არაც?
მე როგორც სომხეთის რესპუბლიკის დეპუტატი, ოფიციალურად ვაცხადებ, რომ სომხური მხარე უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, სამედიცინო დახმარებას, კვებას, საერთაშორისო ჰუმანიტარული სტრუქტურების კომუნიკაციას ნებისმიერი ადამიანისთვის, აზერბაიჯანის არმიის ნებისმიერი ჯარისკაცისა და ოფიცრისთვის, რომელიც გადაწყვეტს არ შეასრულოს ალიევის დანაშაულებრივი ბრძანებები და გადაკვეთს ფრონტის ხაზს. კიდევ ერთხელ დაფიქრდი ყველა იმ საკითხზე, რაც მე დავსვი. გმადლობთ”, - განაცხადა დეპუტატმა.
გარდა ამისა, აბოვიანმა ხაზი გაუსვა, რომ შეიარაღებული შეტევის დახმარებით, აზერბაიჯანის ხელისუფლება პრეზიდენტ ალიევის სახით გადაწყვეტს მხოლოდ საკუთარ ეკონომიკურ და გეოპოლიტიკურ საკითხებს.
”სამდღიანი ბრძოლის განმავლობაში, ნაქები აზერბაიჯანული ჯარი ვერ დაწინაურდა, ვერ გადაჭრა ვერცერთი სტრატეგიული ამოცანა. 700-ზე მეტი მსხვერპლია თქვენი მხრიდან, სადაც უმრავლესობა აზერბაიჯანის ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლები არიან. რატომ უნდა იბრძოლონ თქვენმა შვილებმა, ძმებმა, მამებმა? ნამდვილად მზად ხართ თქვენი შვილების სიცოცხლე გაიღოთ, რათა ალიევ-ფაშაევების კრიმინალურმა კლანმა ყველა იმ სიმდიდრის ჭამა განაგრძოს, რომელიც რეალურად გეკუთვნის შენ და არა იმ ოჯახს. ნუ დაუჯერებთ პროპაგანდას!", - განაცხადა აბოვიანმა.
სომხეთ-აზერბაიჯანს შორის 27 სექტემბერს ვითარება დაიძაბა. ორივე მხარეს არის მსხვერპლი, არიან დაჭრილები, შეიარაღებული დაპირისპირება ამ დრომდე არ წყდება.