ერევანი: სომხეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერის შუშან სტეფანიანის განცხადებით, თურქულმა ავიაგამანადგურებელმა „ეფ-16“-მა, სომხეთის რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში „სუ-25“ ჩამოაგდო.
"10:30 საათზე გიანჯის აეროპორტიდან თურქული „ეფ-16“-ები აფრინდნენ, რომლებიც ზურგს უმაგრებდნენ აზერბაიჯანის დალარის აეროპორტიდან აფრენილ „სუ-25“-ებს და სარაკეტო დანადგარებს, რომლებიც ვარდენისის რაიონის დასახლებულ პუნქტებს და სამხედრო შენაერთებს ბომბავდნენ. ჩამოგდებულია, "სუ-25“, დაიღუპა პილოტი. გარდა ამისა, თურქული ავიაგამანადგურებელი, სომხეთის ავიასივრცეში 60 კმ სიღრმეზე იყო შემოჭრილი, 8,2 ათასი მეტრის სიმაღლეზე", - აცხადებს სტეფანიანი.
ინფორმაციას თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო უარყოფენ.