"სომხეთი აზერბაიჯანის მიწების ოკუპაციას გეგმავს"
loader

Breaking news

"სომხეთი აზერბაიჯანის მიწების ოკუპაციას გეგმავს"

  • სომხეთი აზერბაიჯანის მიწების ოკუპაციას გეგმავს

თბილისი: საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის ელჩის მრჩეველი ელდარ ბაირამოვი აცხადებს, სომხეთის სამხედრო ძალების ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის რეგიონის უსაფრთხოებას.

"გუშინ სომხეთის სამხედრო ძალებმა უხეშად დაარღვია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და დაიწყო ინტენსიური თავდასხმები სოფლებზე. ისინი იერიშებს ახორციელებდნენ იმ მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე, სადაც მშვიდობიანი მოსახლეობაა. შედეგად, სერიოზული ზიანი მიადგა საცხოვრებელ სახლებსა და ინფრასტრუქტურას. იყო ცნობები დაშავებული და გარდაცვლილი მშვიდობიანი მოქალაქეებისა და სამხედროების შესახებ. საჭირო გახდა აზერბაიჯანის 19 მოქალაქის ჰოსპიტალიზაცია.

გვაქვს ინფორმაცია რომ დღეს ღამით სომხეთის სამხედრო ძალები კვლავ განაახლებენ თავდასხმებს. სომხეთის სამხედრო ძალების მიერ განხორციელებული შეტევები უხეში დარღვევაა ადამიანის საერთაშორისო უფლებების, მათ შორის - ჟენევის კონვენციის.

სომხეთი აზერბაიჯანის მიწების ოკუპაციას გეგმავს. ჩვენ განუწყვეტლივ ვაცხადებთ, რომ სომხეთის სამხედრო ძალების ოკუპირებულ ტერიტორიაზე ყოფნა მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნია რეგიონის უსაფრთხოებას", - განაცხადა ელდარ ბაირამოვმა. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე