თბილისი: აზერბაიჯანმა დაგეგმილად შეუტია ყარაბაღს, ეს იყო დაგეგმილი დიდი ხნით ადრე, - ამის შესახებ საქართველოში სომხეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა რუბენ სადოიანმა განაცხადა.
"გუშინწინ აზერბაიჯანმა დაგეგმილად, დაახლოებით 6 საათისთვის შეუტია ყარაბაღს. ეს ყველაფერი თურქული მედიით გადაიცემოდა. ეს იყო დაგეგმილი დიდი ხნით ადრე. ყარაბაღის მოსახლეობა ამ დრომდე ღირსეულად უდგას წინ გამოწვევას და მტერს, რომელიც მათ შვილებს ხოცავს, მათ ქალებს და მოხუცებს, არავის ინდობენ. მშვიდობიანი მოქალაქეები საფრთხის ქვეშ არიან. თუ ვინმეს სჯერა, რომ 150 000-იანმა ყარაბაღმა 10 მილიონიან აზერბაიჯანს შეუტია, მე სალაპარაკო არაფერი მაქვს. რაში სჭირდება ყარაბაღს თავდასხმა, მოსახლეობას, რომელსაც მშვიდობა სჭირდება. ამ ყველაფერში მონაწილეობენ თურქეთის მიერ მხარდაჭერილი მოჯაჰედები, რომლებიც სირიიდან ჩამოიყვანეს," - განაცხადა რუბენ სადოიანმა.
მთიან ყარაბაღში ვითარება უკიდურესად დაძაბულია. ორივე მხარე მსხვერპლის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას ავრცელებს.