"ორივე ქვეყნის მეზობლები და მეგობრები ვართ და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება ჩვენთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია"
loader

Breaking news

"ორივე ქვეყნის მეზობლები და მეგობრები ვართ და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება ჩვენთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია"

  • ორივე ქვეყნის მეზობლები და მეგობრები ვართ და სომხეთ-აზერბაიჯანს შორის დაპირისპირება ჩვენთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია

თბილისი: "ვიმედოვნებთ, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის ხელისუფალნი და საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვებენ ვითარების მკვეთრ ესკალაციას", - ასე ეხმაურება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სომხეთს და აზერბაიჯანს შორის ვითარების გამწვავებას.

"დიდი შეშფოთებით შევიტყვეთ ინფორმაცია სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ახლახან დაწყებულ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.

ეს ჩვენთვის განსაკუთრებულად მტკივნეულია, რადგან ორივე ქვეყნის მეზობლები და მეგობრები ვართ და საქართველოშიც მრავლად ცხოვრობენ როგორც აზერბაიჯანელები, ისე სომხები.

ვიმედოვნებთ, როგორც ერთი, ისე მეორე ქვეყნის ხელისუფალნი და საერთაშორისო საზოგადოება არ დაუშვებენ ვითარების მკვეთრ ესკალაციას, რაც კავკასიის პრობლემად და მსოფლიოსთვისაც დიდ გამოწვევად იქცევა.

აღვავლენთ ლოცვებს, რათა ღმერთი მშვიდობისა შეეწიოს სომხეთს, აზერბაიჯანსა და მთელ კავკასიას", - აღნიშნულია პატრიარქის წერილში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე