კიევი: ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა ჯასინდა არდერნმა 19 სექტემბერს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები 17 ოქტომბრამდე გადადო.
"ეს გადაწყვეტილება ყველა პარტიას მისცემს დროს, მომდევნო 9 კვირის განმავლობაში, აწარმოოს კამპანია და საარჩევნო კომისიას ასევე ექნება დრო, მოემზადოს არჩევნებისთვის“, - განაცხადა არდერნმა პრესკონფერენციაზე.
მთავრობა გადაწყვეტილებას ახალი კორონავირუსის შემთხვევების მატებით ხსნის, ოპოზიციური ნაციონალური პარტიის მტკიცებით კი, მთავრობა პანდემიას გამიზნულად იყენებს არჩევნების გადასადებად.
11 აგვისტოს ახალ ზელანდიაში კორონავირუსის შიდა გადაცემა 102 დღის განმავლობაში პირველად დაფიქსირდა.