ჯანდაცვის სამინისტროში რეორგანიზაციის ფარგლებში 80 ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს
loader

Breaking news

ჯანდაცვის სამინისტროში რეორგანიზაციის ფარგლებში 80 ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს

  • ჯანდაცვის სამინისტროში რეორგანიზაციის ფარგლებში 80 ადამიანი სამსახურიდან გაათავისუფლეს

თბილისი: ჯანდაცვის სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად დევნილთა მიმართ პოლიტიკის განმსაზღვრელი და განმახორციელებელი შიდა სტრუქტურული ერთეული გაუქმდა.

Front News International-ის ინფორმაციით, დაკავებული თანამდებობიდან გაათავისუფლეს დეპარტამენტის უფროსი მურად აბლოთია, მოადგილე კოტე რაზმაძე, სამმართველოს უფროსი ლევან სიგუა და სხვა. 

რეორგანოზაციის ფარგლებში სულ 80 ადამიანია გათავისუფლებული.

Front News International-ის ინფორმაციით, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა სამინისტრო გამოეყოფა, რომელიც კვლავ ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება. დევნილთა სამინისტროს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეუერთდება.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე