დევნილთა სამინისტრო კვლავ ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება და მას ციხელაშვილის უწყება შეუერთდება
loader

Breaking news

დევნილთა სამინისტრო კვლავ ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება და მას ციხელაშვილის უწყება შეუერთდება

  • დევნილთა სამინისტრო კვლავ ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება და მას ციხელაშვილის უწყება შეუერთდება

თბილისი: საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დევნილთა სამინისტრო გამოეყოფა, რომელიც კვლავ ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება.

Front News International-ის ინფორმაციით, დევნილთა სამინისტროს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი შეუერთდება.

რაც შეეხება სახელმწიფო მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს, ის ნოემბერში გერმანიაში საქართველოს ელჩის თანამდებობას დაიკავებს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეებს, რომლებიც დევნილთა მიმართულებას ხელმძღვანელობენ, უფლებამოსილება აღარ გაუგრძელდებათ და თანამდებობებიდან ავტომატურად გათავისუფლდებიან. თანამდებობა უკვე დატოვა გრიგოლ გიორგაძემ.

დევნილთა სამინისტროს და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის გაერთიანების შემდეგ უწყების ხელმძღვანელის პოსტზე ლევან კაკავას და სოზარ სუბარის კანდიდატურა განიხილება.

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო გასულის წლის ზაფხულში გაუქმდა.

სამინისტროს ფუნქციები 3 უწყებაზე გადანაწილდა: დევნილთათვის განსახლების ფუნქციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეითავსა, მიგრაციის კომპონენტი - შსს-მ, სოციალური კომპონენტი კი ჯანდაცვის სამინისტრომ. 


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე