თეა წულუკიანი საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას დაიკავებს
loader

Breaking news

თეა წულუკიანი საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას დაიკავებს

  • თეა წულუკიანი საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობას დაიკავებს

თბილისი: იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საფრანგეთში საქართველოს საგანგებო და სრულიფლებიანი ელჩის თანამდებობას დაიკავებს.

როგორც FrontNews-მა გაარკვია, საგარეო საქმეთა სამინისტრომ აგრიმანის მისაღებად საჭირო პროცედურები უკვე დაიწყო და ამაზე მოლაპარაკებები ბოლო ერთი კვირაა, მიმდინარეობს, პრეზიდენტი  საფრანგეთში ელჩად სწორედ თეა წულუკიანს მიავლენს.

წულუკიანმა რამდენიმე წუთის წინ, რუსთავში სასჯელაღსრულების #6 დაწესებულებაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ ის პრეზიდენტთან ერთად დელეგაციაშია, სავარაუდოდ, ვიზიტამდე თეა წულუკიანი სალომე ზურაბიშვილს შეხვდება.

საფრანგეთში საქართველოს ელჩის თანამდებობა ეკა სირაძე-დელონემ ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე