ყველაფერი პროგნოზირებადი იყო - ვასაძე სომხეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებს აფასებს
loader

Breaking news

ყველაფერი პროგნოზირებადი იყო - ვასაძე სომხეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებს აფასებს

  • ყველაფერი პროგნოზირებადი იყო - ვასაძე სომხეთში ჩატარებული არჩევნების შედეგებს აფასებს

კიევი: პოლიტოლოგი გელა ვასაძე სომხეთში ჩატარებული რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აფასებს, რომელიც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ნიკოლ ფაშინიანის ბლოკმა "ჩემი ნაბიჯი" 70,43%-ით გაიმარჯვა.  მისი შეფასებით, ფაშიანის გამარჯვებას პროგნოზირებდნენ, ყველაზე საინტერესო კი პარლამენტში "ნათელი სომხეთის“ მოხვედრაა.

ამის შესახებ პოლიტოლოგმა Front News International-ს განუცხადა.

"ჩემი ნაბიჯი" (884,4 ათასი ხმა - 70,43%)

"იმის მიუხედავად, რომ არჩევნები სომხეთში საკმაოდ პროგნოზირებადი იყო, მისი შედეგები საკმაოდ საინტერესეოა, რამდენადაც ის სომხეთის საზოგადოების ევოლუციას აჩევნებს. ფაშინიანის გამარჯვებას პროგნოზირებდნენ. ფაშინიანი არა მხოლოდ პოლიტიკური ძალა ან პარტიაა, არამედ არის რევოლუციის ლიდერი, რომელიც პირველდ სომხეთის ისტორიაში სახალხო ლიდერი გახდა", - განაცხადა ვასაძემ.

"ნათელი სომხეთი" (6,37%)

პოლიტოლოგის შეფასებით, არჩევნებზე საინტერესო იყო "ნათელი სომხეთის" წარმატება, რამდენადაც პარტიაში არიან ის პოლიტიკოსები, რომლებიც წინა მოწვევის პარლამენტში ბლოკში ფაშინიანთან ერთად იყვნენ, თუმცა რევოლუციის დროს ყველაზე მთავარ მომენტში მას მხარი არ დაუჭირეს.

"აყვავებული სომხეთი" - მილიარდერი გაგიკ ცარუკიანი (103,8 ათასი ხმა - 8,37%)

გელა ვასაძის განცხადებით, აქ საუბარია დიდ ფულზე, რადგან ცარუკიანის უზარმაზარმა ფინანსურმა რესურსმა შეასრულა თავისი როლი იმაში, რომ მისი პარტია მეორე ადგილზე გავიდა. 

"ცარუკიანს ხელისუფლება არ სჭირდება, მას სჭირდება ადგილი პარლამენტში საკუთარი ბიზნეს-ინტერესების დასაცავად, მან ეს მიიღო და თავისი პოლიტიკური ამოცანა შეასრულა", - აღნიშნა მან.

"რესპუბლიკური პარტია" - ექსპრეზიდენტი სარქისიანი (59 ათასი ხმა - 4,7%)

"აქ ჩნდება ეჭვი იმის შესახებ, რომ ამ პარტიის პარლამენტში ვერ მოხვედრა ფაშინიანისთვის ღირსების საქმე იყო", - აღნიშნა მან.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი ისევ დააკავეს