ნიკოლა სარკოზი - ევროპა თქვენ ვერ მიგიღებთ თავის დიდი ოჯახში, გირჩევდით, თქვენ შექმნათ შავი ზღვის აუზის კავშირი
loader

Breaking news

ნიკოლა სარკოზი - ევროპა თქვენ ვერ მიგიღებთ თავის დიდი ოჯახში, გირჩევდით, თქვენ შექმნათ შავი ზღვის აუზის კავშირი

  • ნიკოლასარკოზი

    ნიკოლა სარკოზი


კიევი: ევროპა თქვენ ვერ მიგიღებთ თავის დიდი ოჯახში, რადგან თავად ევროპას აქვს დღესდღეობით პრობლემები და ის არ გეგმავს ახალი წევრების მიღებას, - ამის შესახებ საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ საქართველოს და უკრაინის შესახებ საუბრისას განაცხადა,

"რაც შეეხება კავშირს, მე გირჩევდით, თქვენ შექმნათ შავი ზღვის აუზის კავშირი და გაძლიეროთ იგი და გახადოთ სამაგალითო, რადგან სხვა დანარჩენ კავშირებში (ნატო, ევროკავშირი) თქვენი გაწევრიანება, ყოველთვის გამოიწვევს რუსეთის მხრიდან აგრესიას", - განაცხადა სარკოზიმ.

აღნიშნული განცხადება საფრანგეთის ყოფილმა პრეზიდენტმა ოდესაში გააკეთა, სადაც ის ევროპული რეგიონების ასამბლეის VII შავი ზღვის სამიტზე იმყოფებოდა.

საფრანგეთის 23-ე პრეზიდენტის სამიტზე გამოსვლის აუდიო/ვიდეო ჩანაწერები გასაიდუმლოებულია, მასალა Front News International-მა დამსწრე პირებისგან მოიპოვა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე

ასევე წაიკითხეთ:

ნიკოლა სარკოზი - საქართველოს და უკრაინას ევროკავშირში შესვლა თავდაცვის მიზნით სურთ
ნიკოლა სარკოზი - აუცილებელია საქართველო და უკრაინა ესაუბრონ რუსეთს, მათთან საუბარი რთულია, მაგრამ შესაძლებელი