კიევი: 18 აგვისტოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის კარინ კნეისის საქორწილო ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.
ადგილზე შეკრებილი აქტივისტები სკანდირებდნენ - "პუტინი მკვლელია".
აქტივისტებმა საქორწილო ცერემონიალის სიახლოვეს რუსული და უკრაინული დროშებით არასასურველი სტუმრის საწინააღმდეგოდ აქცია გამართეს.