თბილისი: 6 თებერვალს რესტორნები მუშაობას განაახლებენ.
როგორც ლევან ქოქიაშვილი სოციალურ ქსელში წერს, გადაწყვეტილება რესტორატორებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც ხელისუფლებასთან შეხვედრა არ შედგა.
"სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიის მოლოდინი სამწუხაროდ, არ გამართლდა, გონივრული გამოსავლის პოვნის ნაცვლად ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრაც გადაიდო და არ შედგა. რადგან სხვა გამოსავალს, მიუხედავად დაჟინებული მცდელობისა, ვერ ვხედავთ, გადავწყვიტეთ შაბათს, 6 თებერვალს გავხსნათ რესტორნები.
აქვე განვმარტავთ, სრულად ვიაზრებთ ჩვენი გადაწყვეტილების ყველა ასპექტს და არც ჩვენთვის გახლავთ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება იოლი", - წერს ქოქიაშვილი.