ლონდონი: კაპიტანი ტომ მური, რომელმაც კორონავირუსის პანდემიის პირველი ტალღის დროს ბრიტანელი ექიმებისთვის 37 მილიონი დოლარი შეაგროვა, კორონავირუსით გარდაიცვალა.
100 წლის ვეტერანს Covid-19 გასულ კვირას დაუდგინდა და ბედფორდის კლინიკაში მკურნალობდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
კაპიტანმა ტომმა მსოფლიოს ყურადღება აპრილის შუა რიცხვებში მიიპყრო, როცა ბრიტანეთის ჯანდაცვის ეროვნული სამსახურისთვის თანხების შეგროვების შესახებ განაცხადა, შემდეგ კი ბრიტანელ ტენორ მაიკლ ბოლთან და მედიკოსების გუნდთან ერთად სიმღერა you will never walk alone შეასრულა. ის ბრიტანული მუსიკალური ჩარტის ყველაზე ასაკოვანი ლიდერი გახდა და გინესის რეკორდების წიგნშიც მოხვდა.
2020 30 აპრილს 100 წლის იუბილე მას თავად დედოფალმა მიულოცა. გაწეული სამსახურის გამო ბრიტანეთის დედოფალმა ტომას მური რაინდად აკურთხა.