ბორჯომის ცენტრალური პარკის არსებობის და მინერალური წყლის აღმოჩენის ისტორია
loader

Breaking news

ბორჯომის ცენტრალური პარკის არსებობის და მინერალური წყლის აღმოჩენის ისტორია

  • ბორჯომის ცენტრალური პარკის არსებობის და მინერალური წყლის აღმოჩენის ისტორია

თბილისი: ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის არსებობის ისტორია საუკუნეებს ითვლის, თვით მინერალური წყლის აღმოჩენა და მისი გამოყენება კი პარკის დაარსებამდე მოხდა...

მე-17- 18 საუკუნეებში ამ მხარის გაუკაცრიელების გამო მინერალური წყლები მივიწყებას მიეცა, ხოლო მისი "ხელმეორედ“ აღმოჩენა მე -19 საუკუნის დასაწყისში რუსი ჯარისკაცების სახელთანაა დაკავშირებული. 1828 წელს, როცა რუსეთის იმპერიის პოლკოვნიკი პ. პოპოვი, გორში მდგარ გრენადერთა პოლკს ხელმძღვანელობდა, ჯარისკაცებისაგან გაგონილი ჰქონდა ბორჯომის ხეობაში არსებული მინერალური წყლების სამკურნალო თვისებების შესახებ, სადაც სამკურნალოდ ჩამოსულა.

მოგვიანებით, 1841 წელს, ბორჯომში, მთავარმართებელი ე. გოლოვინი ჩამოდის ავადმყოფ ქალიშვილთან ერთად სამკურნალოდ, მის გამოჯანმრთელების შემდეგ კი, გასცემს განკარგულებას ბორჯომის უკეთ მოსაწყობად, რათა შექმნილიყო მკურნალობისთვის სათანადო პირობები. იმპერიოდისათვის მთავარ წყაროს დაერქვა გოლოვინის ქალიშვილის ეკატერინეს, ხოლო მეორე წყაროს ევგენი გოლოვინის სახელი.

მეფის ნაცვალი მიხეილ რომანოვი სრულიად ჩაერთო პარკის მოვლა-პატრონობაში. 

1850 წელს, გერმანელი ინჟინრის მოლდენგაურის პროექტით, მდინარე ბორჯომულას ხეობაში, იქ, სადაც მინერალური წყლის წყაროები და გოგირდის აბანოები იყო, 15 ჰა მიწის ფართობზე მშენებლობა დაიწყო, აშენდა შენობა ნაგებობები, მოსასვენებელი ადგილები, საზაფხულო და ზამთრის ბაღები, მდინარეზე გადასასვლელი ხიდები, დაირგო მსოფლიოს სხვადასხვა დაცული ტერიტორიებიდან ჩამოტანილი უნიკალური ჯიშის ხეები.

იმ დროისათვის საუკეთესო ინფრასტრუქტურა შეიქმნა. პარკმა თანდათან მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენლებისთვის მისაღები იერ-სახე შეიძინა. 

პარკის ტერიტორიაზე აშენდა, დღეს უკვე ისტორიული, მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხანა და ამავე დროს, ერთ-ერთი პირველი ჰიდროელექტოსადგურიც.

მას შემდეგ პარკმა რამდენჯერმე განიცადა რეკონსტრუქცია, იგი იზრდებოდა და მშვენდებოდა მდინარე ",ბორჯომულას“ ხეობაში .

მარად მწვანე ბუნებაში ჩაფლული ბორჯომის ცენტრალური (ისტორიული) პარკის, ფართობი ამჟამად 20 ჰექტარს შეადგენს, პარკში ფუნქციონირებს კაფეები, მცირე კვების ობიექტები, ატრაქციონები, საცურაო აუზი, პარკის ტერიტორიის ბოლოს, ასევე ისტორიული გოგირდოვანი აბანოებია. 

მიუხედვად მსოფლიო პანდემიისა, ინტერესი ჩვენი პარკის მიმართ ყოველთვის დიდი იყო და არც ეხლაა დავმსვენებლებისა და ვიზიტორების ყურადღების გარეშე,  ის ვინც მაინც ახერხებს ბორჯომში სტუმრობას პარკის სტუმარიცაა... განსაკუთებით მისი ბუნება, კლიმატური პირობები და მინერალური წყალი ყოველთვის იყო ბორჯომის სავიზიტო ბარათი.

(R)




იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე