"ჩვენ ნამდვილად თავაწეულები შემოვედით, რადგან ოთხი პოლიტპატიმარი, ვისზეც ვლაპარაკობდით, გათავისუფლებულია"
loader

Breaking news

"ჩვენ ნამდვილად თავაწეულები შემოვედით, რადგან ოთხი პოლიტპატიმარი, ვისზეც ვლაპარაკობდით, გათავისუფლებულია"

  • ჩვენ ნამდვილად თავაწეულები შემოვედით რადგან ოთხი პოლიტპატიმარი ვისზეც ვლაპარაკობდით გათავისუფლებულია

თბილისი: პარლამენტამდე მოსასვლელი გზა მარტივი არ იყო, ნამდვილად თავაწეულები შემოვედით, რადგან ოთხი პოლიტპატიმარი გათავისუფლებულია, – ამის შესახებ  პარტია "მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა.

"აქამდე მოსავლელი გზა მარტივი არ იყო, იცით, რა გამოვიარეთ. ჩვენ ნამდვილად თავაწეულები შემოვედით, რადგან ოთხი პოლიტპატიმარი, ვისზეც ვლაპარაკობდით, გათავისუფლებულია. ბოლოს მოლაპარაკების მაგიდას მე და ლევანი შემოვრჩით. გაფორმებულია მემორანდუმი, რომელიც სინამდვილეში ამ ქვეყნის მომავალია.

პირველ რიგში, ვაპირებთ იმ მემორანდუმში ჩამოთვლილი პუნქტების კანონად ქცევას. მემორანდუმში არის ბევრი პუნქტი, სრულად პროპორციულ სისტემას სჭირდება 113 ხმა და ოპოზიცია ამ ერთ საკითხზე მაინც შემოვიდეს, თუ უნდათ, ამ ქვეყნის უკეთესი მომავალი. სრულად პროპორციულისთვის ერთი წელი ვიბრძოდით ქუჩაში და ახლა მაგიდაზე დევს, ეს ოპოზიციის იმ დეპუტატების პასუხისმგებლობის საკითხია, ვინც უნდა შემოვიდეს და გულწრფელად იბრძოდნენ პროპორციულისთვის.

პირველ რიგში, შემოვედით მემორანდუმის პუნქტების კანონად ქცევისთვის. ვადაც კი ჩავაწერინეთ „ქართულ ოცნებას“. თუ პირველ მარტამდე არ მოხდება ამის ინიცირება, პარლამენტს დავტოვებთ, თუ პირველ მაისამდე არ დამტკიცდება ელექტრო ხმის მთვლელი აპარატები, თითის ანაბეჭდით ხმის მიცემა, რაც გამორიცხავს ჯოჯოხეთურ სიტყვას „კარუსელს“, ანუ თუ პირველ მაისამდე არ აისახება კანონში ცვლილებები, რომ არჩევნები პატიოსნად ჩატარდეს, დავტოვებთ პარლამენტს“, – განაცხადა ელისაშვილმა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე