თბილისი: საქართველოში კორონავირუსით 24 საათში 14 ადამიანი გარდაიცვალა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ ბერდია სიჭინავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 208 პირი ემსხვერპლა", - აღნიშნა სიჭინავამ.
მისივე თქმით, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 17 271 ტესტი, რომლის შედეგად 858 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 580 პირი; ინფორმაცია უკვე გამოქვეყნებულია Stopcov.ge-ზე