თბილისი: პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ოპოზიციონერებისთვის საპარლამენტო უფლებამოსილების ვადამდე ადრე შეწყვეტის საკითხს განიხილავენ, რომელზეც საკუთარი პოზიცია უკვე დააფიქსირა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ.
როგორც შეხვედრაზე შესვლამდე ირაკლი ზარქუამ განაცხადა, მისი აზრით, პატარა პარტიებს უნდა მიეცეთ შანსი საპარლამენტო საქმიანობაში ჩაერთონ.
"უმრავლესობაში აზრი ორად არის გაყოფილი, ნაწილი ემხრობა მანდატების შეწყვეტას, ნაწილი კი გაგრძელების მომხრეა. ჩემი პოზიციაა, რომ კიდევ ერთი შანსი უნდა მიეცეთ განსაკუთრებით პატარა პარტიებს, რადგანაც მათ თავიანთი ამომრჩევლების ხმა მიიტანონ პარლამენტში", - განაცხადა ზარქუამ.