მეხანძრე-მაშველებმა ტრავმატოლოგიური ცენტრის პაციენტები გადაარჩინეს
loader

Breaking news

მეხანძრე-მაშველებმა ტრავმატოლოგიური ცენტრის პაციენტები გადაარჩინეს

  • მეხანძრე-მაშველებმა ტრავმატოლოგიური ცენტრის პაციენტები გადაარჩინეს

თბილისი: საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა ტრავმატოლოგიური ცენტრის პაციენტები გადაარჩინეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ "112"-ში შემოვიდა ინფორმაცია, რომ თბილისში, წინანდლის ქუჩაზე, გადაუდებელი ტრავმატოლოგიური ცენტრის შენობაში იყო ხანძარი. 

ადგილზე უმოკლეს დროში მოხდა რვა სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟის მობილიზება. ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი შეინიშნებოდა სამსართულიანი შენობის პირველ სართულზე. მეხანძრე-მაშველებმა ერთ-ერთ პალატაში მყოფი ხუთი პაციენტი უსაფრთხო პალატაში გადაიყვანეს, სადაც ექიმებს საშუალება მიეცათ მათთვის მკურნალობა გაეგრძელებინათ. 

გამოძახებიდან ნახევარ საათში ხანძარი ლიკვიდირებული იყო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა", - აღნიშნულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე