კიევი: უკრაინაში 24 საათში კორონავირუსის 2 030 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა. ეს არის მინიმალური მაჩვენებელი გასული წლის 27 აგვისტოს შემდეგ, როდესაც კოვიდ-19-ის 1974 შემთხვევა გამოვლინდა.
ჯანდაცვის სამინისტროს მონაცმებით, ინფიცირებულთა შორის 71 ბავშვი და 65 მედიკოსია.
გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით 61 ადამიანი გარდაიცვალა, 5 131 გამოჯანმრთელდა, 1 103 კლინიკებში გადაიყვანეს.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე უკრაინაში კორონავირუსის 1 221 485 დადასტურებული შემთხვევაა, მათ შორის გამოჯანმრთელდა - 1 023 915, გარდაიცვალა - 22 768, ამ დრომდე აქტიური რჩება - 197 570.