თბილისი: 75 წლის ასაკში თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ნუგზარ სხირელი გარდაიცვალა. ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტო ავრცელებს.
ნუგზარ სხირელი თავისუფალ ჭიდაობაში საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელად 21 წლის განმავლობაში მუშაობდა.
მსოფლიო საჭიდაო სამყაროში აღიარებულმა მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა გორში თავისუფალი ჭიდაობის სკოლას საფუძველი ჩაუყარა. მას არაერთი სახელოვანი შეგირდი და მსოფლიოს უძლიერესი ფალავანი აღუზრდია, მათ შორის არიან ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და გენო პეტრიაშვილი.