თბილისი: რაგბის კავშირის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ირაკლი აბუსერიძეს საჯარო რეესტრში რეგისტრაცია შეუჩერეს და არჩევნების ჩატარება შესაძლოა, ხელახლა გახდეს საჭირო.
აბუსერიძე ერთი კვირის წინ 30 დეკემბერს იქნა არჩეული, მაგრამ პროცესს არალეგიტიმურად თვლიდა პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიტატი ბაჩო ხურციძე, რომელმაც საჯარო რეესტრს მიმართა, რათა არჩევნები არ დაკანონებულიყო.
"30 დღე გვაქვს ხარვეზის აღმოსაფხვრელად. ხვალიდან შევუდგებით იურისტებთან ერთად და ჩემთვის სუსტი არგუმენტებია, განვიხილავთ ამ საკითხს და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ნათლად გამოჩნდება. ვფიქრობ, ეს ადამიანი, ვინც ამ ყველაფრის უკან დგას, არის ქართული რაგბის მტერი. ხარვეზის აღმოხვრასაც ხვალიდან მივხედავთ. რუსეთის თამაში გვიახლოვდება, ასევე, წელს საკვალიფიკაციო ეტაპი გვაქვს და აქედან გამომდინარე, ხელი შევუწყოთ ქართული რაგბის განვითარებას, ყველაფერს აკეთებენ რომ ბიჭებს ხელშეშლა ჰქონდეთ", - განაცხადა აბუსერიძემ