"სამი წლის შემდეგ, "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ვტოვებ, ახალი წლიდან, ახალი გამოწვევების დროა"
loader

Breaking news

"სამი წლის შემდეგ, "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ვტოვებ, ახალი წლიდან, ახალი გამოწვევების დროა"

  • სამი წლის შემდეგ ფახთაქორის მთავარი მწვრთნელის პოსტს ვტოვებ ახალი წლიდან ახალი გამოწვევების დროა

თბილისი: შოთა არველაძე "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, ახალი წლიდან ახალი გამოწვევების დროა.

"სამი წლის შემდეგ, "ფახთაქორის" მთავარი მწვრთნელის პოსტს ვტოვებ. მინდა გულშემატკივრებს, გუნდს, ფეხბურთელებს, ჩემს სტაფს და ყველას, ვის მხარდაჭერსაც მთელი ამ პერიოდის მანძილზე ვგრძნობდი, მადლობა გადავუხადო. მადლობას ვუხდი კლუბის პრეზიდენტ ბაბურ შოდიევს, ულუგბეკ მუჰამედოვს, დიმიტრი ადისმანს და ფახთაქორის დირექტორთა საბჭოს ყველა წევრს, რათა მომეცა შესაძლებლობა, მემუშავა ამ გუნდში. კლუბში მისვლის შემდეგ ბევრი რამ შევცვალეთ, წავახალისეთ ახალგაზრდა ფეხბურთელები და დავამკვიდრეთ მუშაობის და თამაშის ჩვენი სტილი. კლუბს ვუსურვებ, ასეთივე წარმატებით გააგრძელოს მომავალშიც. უზბეკეთში მუშაობით მნიშვნელოვანი გამოცდილება მივიღე, როგორც კარიერული, ისე ცხოვრებისეული თვალსაზრისით. მოვიგეთ 5 ტიტული და შევიძინე არაერთი მეგობარი - ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. ახალი წლიდან, ახალი გამოწვევების დროა!", - წერს არველაძე.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე