საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უელსთან 0:18 დამარცხდა
loader

Breaking news

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უელსთან 0:18 დამარცხდა

  • საქართველოს მორაგბეთა ნაკრები უელსთან 018 დამარცხდა

თბილისი: საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „შემოდგომის ერთა თასის“ ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში უელსის ეროვნულ გუნდთან 0:18 დამარცხდა.

ტაიმის პირველი ნახევარი უელსელებმა 10-ქულიანი უპირატესობით მოიგეს. მეორე ტაიმში კი ერთი ჯარიმა გაიტანეს და ერთი ლელოც დადეს, რომელიც ზუსტად ვერ გარდასახეს და თამაში 18-ქულიანი უპირატესობით დაამთავრეს.

მომდევნო შეხვედრას საქართველოს ნაკრები 29 ნოემბერს, ირლანდიის ეროვნულ გუნდთან გამართავს, რომელიც დღეს ინგლისთან 18:7 დამარცხდა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე