თბილისი: საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა 2020 წლის ბოლო შეხვედრა „დინამო-არენაზე“ ესტონეთთან გამართა.
ქართველი ფეხბურთელები ესტონეთს ახალი დროებითი მწვრთნელის რამაზ სვანაძის ხელმძღვანელობით დაუპირისპირდნენ, რომელმაც ჩრდილოეთ მაკედონიასთან და სომხეთთან წაგების შემდეგ გადამდგარი ვლადიმირ ვაისი შეცვალა.
მატჩი, რომელიც "დინამო-არენაზე" მაყურებლის გარეშე ჩატარდა, ფრედ 0:0 დასრულდა.
საქართველომ შესარჩევი ტური მესამე ადგილზე დაასრულა.