თბილისი: ფეხბურთის ფედერაციაში აცხადებენ, რომ საქართველო-ჩრდილოეთ მაკედონიის მატჩზე დასასწრებად უეფასთან შეთანხმებული ჰქონდათ დელეგაციის გარკვეული კვოტა და მათ შორის თბილისის მერს კახა კალაძეს სამი საშვი ჰქონდა.
"კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ, არის ოფიციალური სია, რომელიც არის უეფასთან შეთანხმებული. ისე, როგორც გასვლით თამაშებზე, ასეთივე ანალოგიურად ხდება საშინაო თამაშებზეც. ჩრდილოეთ მაკედონიის დელეგაციაზეც ოფიციალურად იყო ცნობილი, რომ ისინი უფრო მეტად იყვნენ წარმოდგენილი VIP ლოჟაში, ვიდრე ჩვენ. სამწუხაროა, რომ არც გულშემატკივრის მოსვლა მოხერხდა გუშინდელ თამაშზე, სამწუხაროა, რომ იმ მთავრობის წარმომადგენლების მოსვლაც არ მოხერხდა, რომლებიც ტრადიციულად გულშემატკივრობენ საქართველოს ნაკრებს. გუშინ შეზღუდული იყო სია, რომელიც იცით, რომ ეუფასთან იყო შეთანხმებული.
ქალაქის მერი ბატონი კახი კალაძე არის ყველაზე ტიტულოვანი ფეხბურთელი, ოქტომბერში ჩვენ უეფასთან შევათანხმეთ სია, სადაც გათვალისწინებული იყო, რომ კახის ქონდა სამი ადგილი განკუთვნილი. ამას გარდა თამაშზე, VIP ლოჟას რომ ეძახით თქვენ, იმყოფებოდა მხოლოდ აკრედიტირებული მედია, თქვენი კოლოგები და მხოლოდ ფედერაციის თანამშრომლები და ფედერაციის ხელმძღვანელობა", - განაცხადა ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა.
საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიას შორის გუშინ გამართულ მატჩს რამდენიმე სახელმწიფო წარმომადგენელი, მათ შორის კახა კალაძეც ესწრებოდა. აღნიშნულ ფაქტი გულშემატკივრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა გააკრიტიკეს და ფეხბურთის ფედერაციასთან საპროტესტო აქცია მოაწყვეს.