თბილისი: საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა თანამდებობა დატოვა.
გადაწყვეტილება ვაისმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან ნაკრების მარცხის მერე მიიღო.
"ჩემი სამუშაო დასრულებულია. ჩემი დრო ამოიწურა. მადლობა ქართველ გულშემატკივრებს, ფეხბურთელებსა და ჟურნალისტებს. ეს არ იყო ადვილი დრო, მაგრამ ჩემი ცხოვრების ძალიან კარგი 5 წელიწადი იყო. დამწუხრებულნი ვართ", - განაცხადა ვაისმა.
იქამდე მან პრესკონფერენცია გამართა და ბოდიში მოიხადა.
"ბოდიში ფეხბურთელებს, ფედერაციას, თქვენ, ყველა ადამიანს, ვინც ამ მატჩს ელოდა, რა თქმა უნდა, თამაშზე პასუხისმგებლობა მე მეკისრება. ევროპაზე მაკედონია გავიდა, ერთი გაიტანეს და ეს საკმარისი გამოდგა გამარჯვებისთვის, მაგრამ წინ არის ორი თამაში ერთა ლიგაზე“, - განაცხადა ვაისმა პრესკონფერენციაზე, რომელიც თამაშზე დამსწრე ქართველ სპორტულ ჟურნალისტთა უმრავლესობამ პროტესტის ნიშნად დატოვა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ჩრდილოეთ მაკედონიასთან დამარცხდა და ევროპის ჩემპიონატის საგზური ვერ მოიპოვა.