თბილისი: იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ერემეიშვილი მესხიშვილის თეატრში თეატრალური სეზონის დახურვას დაესწრებიან.
მესხიშვილის თეატრი სეზონს თეატრის კიბეებზე "ბრემენელი მუსიკოსებით" დახურავს.
სპექტაკლი გასულ წელს რეჟისორმა კახაბერ გოგოლაშვილმა დადგა. მთარგმნელი და სიმღერების ტექსტის ავტორია გვანცა ჯავახაძე, მუსიკალური ხელმძღვანელი და არანჟირების ავტორია ერეკლე დიდია, სასცენო მოძრაობა - ბაქარ ბაქრაძე, რეჟისორის თანაშემწე - მაია კვიმსაძე.
სეზონი "ბრემენელი მუსიკოსებით" 19 ივლისს, 21:00 საათზე დაიხურება.