კიევი: ლოს ანჯელესის „დოლბის“ თეატრში "ოსკარის“ დაჯილდოების 92-ე ცერემონია გაიმართა. წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში გამარჯვებული სამხრეთ კორეული ფილმი „პარაზიტი“/ Parasite გახდა. ამავე ფილმს ერგო ასევე „ოსკარები“ ნომინაციებში საუკეთესო რეჟისორი, საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი და საუკეთესო ორიგინალური სცენარი.
ასევე, „ოსკარები“ გაიცა შემდეგ ნომინაციებში: მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი: ხოაკინ ფენიქსი ფილმისთის „ჯოკერი“/Joker; მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი: რენე ზელვეგერი ფილმისთვის „ჯუდი“/Judy; მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი კაცი: ბრედ პიტი ფილმისთვის „ერთხელ ჰოლივუდში“/Once Upon a Time in Hollywood; მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი ქალი: ლორა დერნი ფილმისთვის „ქორწინების ისტორია“/Marriage Story; საუკეთესო ადაპტირებული სცენარი: „ბაჭია ჯოჯო“/Jojo Rabbit (ტაიკა ვაიტიტი);
საუკეთესო ანიმაციური ფილმი: „სათამაშოების ისტორია 4“/Toy Story 4 (ჯოშ კოლი); საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი: „თმის სიყვარული“/Hair Love;
საუკეთესო ორიგინალური მუსიკალური კომპოზიცია: „ჯოკერი“/Joker (ჰილდურ გუდნადოუტირი);
საუკეთესო გრიმი და ვარცხნილობა: ვივიენ ბეიკერი, კაზუ ჰირო და ენ მორგანი ფილმისთვის სექსსიმბოლო/ Bombshell;
ხმის საუკეთესო მონტაჟი: დონალდ სილვესტერი ფილმისთვის ფორდი ფერარის წინააღმდეგ/ Ford v Ferrari; ხმის საუკეთესო მიქსი: მარკ ტეილორი და სტიუარტ უილსონი ფილმისთვის 1917;
საუკეთესო ვიზუალური ეფექტები: გრეგ ბატლერი ფილმისთვის 1917;
საუკეთესო სიმღერა: I’m Gonna Love Me Again — როქეთმენი/ Rocketman
საუკეთესო მხატვრობა: ბარბარა ლინგი და ნენსი ჰაი ფილმისთვის ერთხელ ჰოლივუდში/ Once Upon a Time in Hollywood
საუკეთესო დოკუმენტური ფილმი: ამერიკული ქარხანა/ American Factory (სტივენ ბოგნარი, ჯულია რიჩერტი);
კოსტიუმების საუკეთესო დიზაინი – „პატარა ქალები“/Little Women.