103 წლის ასაკში მსახიობი კირკ დაგლასი გარდაიცვალა
loader

Breaking news

103 წლის ასაკში მსახიობი კირკ დაგლასი გარდაიცვალა

  • 103 წლის ასაკში მსახიობი კირკ დაგლასი გარდაიცვალა
  • 103 წლის ასაკში მსახიობი კირკ დაგლასი გარდაიცვალა
  • 103 წლის ასაკში მსახიობი კირკ დაგლასი გარდაიცვალა
  • 103 წლის ასაკში მსახიობი კირკ დაგლასი გარდაიცვალა

თბილისი: 103 წლის ასაკში კალიფორნიის ქალაქ ბევერლი-ჰილზში ამერიკელი მსახიობი კირკ დაგლასი გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა შვილმა მაიკლ დაგლასმა დაადასტურა.

მსახიობის 60-წლიანი კარიერის განმავლობაში კირკ დაგლასმა 80-ზე მეტ კინოსურათში ითამაშა. მსახიობის დებიუტი 1946 წელს შედგა ლიუის მაილსტოუნის ნამუშევარში „მარტა აივერსის უცნაური სიყვარული“.

მისი მონაწილეობით ცნობილ ფილმებს შორის არის რიჩარდ ფლეიშერის „20 ათასი ლიე წყალქვეშ“, ვინსენტს მინელის „წყურვილი სიცოცხლისა“, რომელმაც ვინსენტ ვან გოგის როლისთვის კირკ დაგლასს „ოქროს გლობუსი“ მოუტანა, ასევე სტენლი კუბრიკის „სპარტაკი“ და „დიდების ბილიკები“. 

1996 წელს კირკ დაგლასს მიენიჭა საპატიო ოსკარი კინემატოგრაფიაში 50-წლიანი წვლილისთვის, 2001 წელს კი ბერლინალეზე მას საპატიო „ოქროს დათვი“ გადაეცა.


იყავით მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში!
მოიწონეთ ჩვენი არხი Telegram-ზე