თბილისი: საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტი რეჟისორი ბუბა ხოტივარი გახდა.
ბუბა ხოტივარმა არჩევნებში მონაწილე აკადემიის წევრთა 106 ხმა მიიღო, კონკურენტმა სოსო ჯაჭვლიანმა კი 63 მოაგროვა.
ხოტივარი საქართველოს კინოაკადემიის პრეზიდენტის პოსტზე 4 წლის ვადით აირჩიეს.
კინოაკადემიის პრეზიდენტის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ორი კვირის წინ, ყოფილმა არჩეულმა პრეზიდენტმა ზაზა ურუშაძემ თანამდებობა დატოვა.