ნიუ-იორკი: აშშ-მა შესაძლოა, ითანამშრომლოს რუსეთთან, მაგრამ არასოდეს აღიარებს ყირიმის უკანონო ანექსიას, - ამის შესახებ ტელეკომპანია Fox News-ის ეთერში აშშ-ის ყოფილა სახელმწიფო მდივანმა კონდოლიზა რაისმა განაცხადა.
"არსებობს საკითხები, რომელთან დაკავშირებითაც შეიძლება ვითანამშრომლოთ რუსეთთან, ჩრდილოეთ კორეის საკითხის ჩათვლით, კიმ ჩენ ინმა ბალისტიკური რაკეტით საბოლოოდ, შესაძლოა, მიაღწიოს აშშ-ის დასავლეთ სანაპირომდე, მაგრამ ის რა თქმა უნდა, მიაღწევს რუსეთამდეც", - განაცხადა რაისმა.
ჩრდილოეთ კორეამ საშუალო რადიუსის ბალისტიკური რაკეტის მორიგი გამოცდა განახორციელა.